Sunday, March 20, 2011

პროექტი "ABOUT TEENAGERS"

პროექტის სახელწოდება:
            ყველაფერი თინეიჯერებზე (ABOUT TEENAGERS)
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები განიხილავენ და კამათობენ ნაცნობ თემატიკაზე – მოდა, გართობა, სკოლა, მეგობრები, საყვარელი გმირები და სხვა.
პროექტის მიზნები:
    1. მოსწავლეები მონაწილეობენ ინტერაქციაში;
    2. ეჩვევიან ჯგუფურ მუშობას და კამათობენ მოცემული თემის ირგვლივ;
    3. უკავშირდებიან  სხვა სკოლების მოსწავლეებს, ეცნობიან მათ მოსაზრებებსა და ინტერესებს;
    4. იყენებენ ისტ საშუალებებს როგორც ინფორმაციის მოსაპოვებლად და დასამუშავებლად, ასევე პროექტის მონაწილე სხვა სკოლებთან თანამშრომლობისთვის (მოსწავლეები ირჩევენ თავიანთ ფავორიტ დიზაინერებს და მათი კოლექციიდან არჩევენ სასურველ სურათებს ).
    5. ისტ–ის გამოყენებით ეცნობიან სხვა ქვეყნის თინეიჯერთა ინტერესებს.
    6. აკეთებენ პრეზენტაციას და აქვეყნებენ სკოლის საიტზე.
მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი
ვადები, ხანგრძლივობა: 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 

  1. მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ თემაზე საუბარს, ჩაებმებიან დისკუსიებში.
  2. იქმნება პლაკატები და სტენდები თანამედროვე მოდის ტენდენციებზე.
  3. მოსწავლეები აქვეყნებენ თავიანთ ნამუშევარს სკოლის ვებგვერდზე და ბლოგზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: 

მარკერები, სტიკერები და სხვა საკანცელარიო მასალები,პროექტორი, კომპიუტერი, სურათები,ვებგვერდები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

  1. მოსწავლეები არჩევენ მათთვის საინტერესო  თემას და ებმებიან დისკუსიაში თანატოლებთან, განიხილავენ პროექტის გეგმას, საჭირო მასალას, მის განსახორციელებლად საჭირო დროსა და სხვა ელემენტებს,განსაზღვრავენ პროექტის მიზანსა და შედეგებს( I კვირა).
  2. ადგენენ ჯგუფებს, ინაწილებენ ფუნქციებს, განსაზღვრავენ ბიუჯეტს(II კვირა);
  3. წარმართავენ დაგეგმილ სამუშაოებს(III კვირა);
  4. წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს (პრეზენტაცია) და ხდება საბოლოო შეფასება (IV კვირა).
ესგ– თან კავშირი
  • მოსწავლე სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე (მოდა, საყვარელი გმირი, გართობა, თავისუფალი დრო, სკოლა, მაგობრები და სხვა);
  • გამოხატავს და განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მომწონს/არ მომწონს/არ ვეთანხმები და სხვა);
  • აფასებს მოვლენებს, ფაქტებს და ადამიანებს;
  • უცხოურ ენაზე გამოთქვამს სათქმელს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.
პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი:
მ. წულაია, თ. ცირამუა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
tamta.tsiramua@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
tamtatsiramua.blogspot.com

No comments:

Post a Comment