ყველაფერი თინეიჯერებზე (ABOUT TEENAGERS)
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები განიხილავენ და კამათობენ ნაცნობ თემატიკაზე – მოდა, გართობა, სკოლა, მეგობრები, საყვარელი გმირები და სხვა.პროექტის მიზნები:
- მოსწავლეები მონაწილეობენ ინტერაქციაში;
- ეჩვევიან ჯგუფურ მუშობას და კამათობენ მოცემული თემის ირგვლივ;
- უკავშირდებიან სხვა სკოლების მოსწავლეებს, ეცნობიან მათ მოსაზრებებსა და ინტერესებს;
- იყენებენ ისტ საშუალებებს როგორც ინფორმაციის მოსაპოვებლად და დასამუშავებლად, ასევე პროექტის მონაწილე სხვა სკოლებთან თანამშრომლობისთვის (მოსწავლეები ირჩევენ თავიანთ ფავორიტ დიზაინერებს და მათი კოლექციიდან არჩევენ სასურველ სურათებს ).
- ისტ–ის გამოყენებით ეცნობიან სხვა ქვეყნის თინეიჯერთა ინტერესებს.
- აკეთებენ პრეზენტაციას და აქვეყნებენ სკოლის საიტზე.
ვადები, ხანგრძლივობა: 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მარკერები, სტიკერები და სხვა საკანცელარიო მასალები,პროექტორი, კომპიუტერი, სურათები,ვებგვერდები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ თემაზე საუბარს, ჩაებმებიან დისკუსიებში.
- იქმნება პლაკატები და სტენდები თანამედროვე მოდის ტენდენციებზე.
- მოსწავლეები აქვეყნებენ თავიანთ ნამუშევარს სკოლის ვებგვერდზე და ბლოგზე.
მარკერები, სტიკერები და სხვა საკანცელარიო მასალები,პროექტორი, კომპიუტერი, სურათები,ვებგვერდები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები არჩევენ მათთვის საინტერესო თემას და ებმებიან დისკუსიაში თანატოლებთან, განიხილავენ პროექტის გეგმას, საჭირო მასალას, მის განსახორციელებლად საჭირო დროსა და სხვა ელემენტებს,განსაზღვრავენ პროექტის მიზანსა და შედეგებს( I კვირა).
- ადგენენ ჯგუფებს, ინაწილებენ ფუნქციებს, განსაზღვრავენ ბიუჯეტს(II კვირა);
- წარმართავენ დაგეგმილ სამუშაოებს(III კვირა);
- წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს (პრეზენტაცია) და ხდება საბოლოო შეფასება (IV კვირა).
- მოსწავლე სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე (მოდა, საყვარელი გმირი, გართობა, თავისუფალი დრო, სკოლა, მაგობრები და სხვა);
- გამოხატავს და განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მომწონს/არ მომწონს/არ ვეთანხმები და სხვა);
- აფასებს მოვლენებს, ფაქტებს და ადამიანებს;
- უცხოურ ენაზე გამოთქვამს სათქმელს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.
მ. წულაია, თ. ცირამუა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
tamta.tsiramua@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
tamtatsiramua.blogspot.com